სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება:  „გავხდეთ ბუნების ქომაგნი“


პროექტის მთავარი იდეა:  ბუნების ქომაგის  აღზრდა.

პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები ამ პროექტის ფარგლებში გამოიკვლევენ
        თუ რატომ დაიმეწყრა სოფელი.
        დაარსებენ  „მწვანეთა საბრძანისს“
        იმსჯელებენ და გადაწყვეტენ თუ რა გზით და საშუალებებით გახდნენ „ ბუნების ქომაგნი“.
– მოსწავლეებს ჩავუტარებ მინი ტრენინგს თუ როგორ უნდა ჩაატარონ კვლევა. შეარჩიონ შეკითხვები და მოახდინონ ინფორმაციის დამოუკიდებლად ძიება.
– მივცემ მითითებებს კონკრეტული წყაროების შესახებ თუ სად მოიპოვონ ინფორმაცია (ბიბლიოთეკა ინტერნეტი)
– ეცოდინებათ რა უნარ – ჩვევები უნდა ჰქონდეთ ბუნების ქომაგს.
– ვიქნები მოსწავლის მუდმივი თანამდგომი.
– მოტივაციის შესაქმნელად პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მოეწყობა ექსკურსია სათაფლიაში.




პროექტის მიზანი:  ჩატარებული სამუშაოს შედეგად პოპულარიზაციას გაუწევენ დასკვნას თუ რა უარყოფითი შედეგი მოყვება ეკოლოგიურ პრობლემებს, რომელიც ჩვენი სოფლის სინამდვილე შეიძლება გახდეს ახლო მომავალში, თუ თითეული მათგანი არ გახდება ბუნების დამცველი. მოსავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიების, სოციალური, კომუნიკაციის უნარ–ჩვევები.


მოსწავლეთა ასაკი: 12–13 წელი
ვადები / ხანგრძლივობა: 3 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება  შეიქმნას: მოპოვებული ინფორმაცია, გამოშვებული ბუკლეტი, პრეზენტაცია, პლაკატი, ეგარის მოწმობა, წითელი წიგნი.

ძირითადი რესურსები: ალექსანდროვის ფურცელი, ფერადი ქაღალდები, მარკერები, სტეპლერი, თაბახის ფურცლები, წეპო, ფლომასტერი, თვალსაჩინოებები, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, აუდიო და ვიდეო ტექნიკა, ფილმი „ ტყის ზღაპარი“.

პროექტის მსვლელობა:
        მასწავლებელი აყალიბებს საპროექტო ჯგუფს „ მწვანეთა  საბრძანისი“. (I-II ჯგუფი)
მოსწავლეები  სურვილის მიხედვით აირჩევენ საბრძანისის სახელწოდებას.
 „მწვანეთა საბრძანისი“ ჩაატარებენ კვლევას როგორი იყო ჩვენი ბუნება წინათ?( I-ჯგუფი)
        „მწვანეთა საბრძანისი ’’ კი მოიძიებენ მასალას რამ გამოიწვია სოფლის დამეწყვრა.(II-ჯგუფი)
        მოსწავლეები შექმნიან სოფლის წითელ წიგნს( I-II ჯგუფი)
        მოგროვილი მასალის ინტეგრირება და შეფასება.
        სოფლის დამეწყვრისა და გაჩეხილი ტყის მიზეზების დადგენა.
        ხატვის კონკურსი „ტყე შეუნახე შვილებსა“
        დისკუსიის მოწყობა რით ვუშველოთ სოფლის „ დაავადებულ ბუნებას“
        პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზებიდან საუკეთესოს შერჩევა( დამეწრილ ადგილებში ნერგის გაშენება, კონტროლი ტყის გადამეტებულ ჩეხვაზე, ნადირობის წესების მკაცრი დაცვა)
        პატრიარქის მოწოდების რეარიზება  თითოეულმა მოსწავლემ დარგოს 12 ხის ნერგი.
        მოსწავლეები დაამზადებენ პლაკატს „ ტყეს ნუ ჩეხავ ძმობილო ’’და გაავრცელონ სოფლის მოსახლეობაში.
        გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით 5. 04.–ში  ჩაატარებენ ლიტერატურულ მუსიკალურ მუსიკალურ კომპოზიციას:
 „თითეული  ჩვენთაგანი
უნდა გახდეს ტყის დამცველი“
        მოაწყობენ კოლექტიურად ნანახი ფილმის „ტყის ზღაპრის ’’განხილვას
        დაგროვილი მასალის განთავსება კომპიუტერში და ელექტრონული პრეზენტაციის მომზადება. (პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ)



პროექტის წარმატების დასრულების შემთხვევაში ექსკურსია სათაფლიაში.
მოსწავლეთა შეფასება: წარმატებას დავადგენ მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით:
        ინფორმაციის მოძიება
        ზეპირი პრეზენტაცია
        მსჯელობით რამდენიმე ვარიანტისაგან საუკეთესოს  არჩევით.
        მოსწავლეებთან ერთად შევადგენ შეფასების რუბლიკას.


საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბიოლოგია/ხელოვნება/ქართული/გეოგრაფია.
ბუნ.VI.8 მოსწავლეს შეუძლია ჯანსაღი ცხოვრების წესიის დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორების ამოცნობა. შედეგი თვალსაჩინოა თუ:
მოსწავლე პროექტის ფარგლებში მოიძიებს ინფორმაციად ადამიანის მავნე ჩვევების შესახებ და ამზადებს მათ საწინააღმდეგო სააგიტაციო მასალას (პლაკატი)
ბიოლ.VII.3 მოსწავლე ახასიათებს ეკოსისტემის კომპონენტებს და მათ შორის არსებულ კავშირებს. შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
აგროვებს ინფორმაციას ლოკალურ გარემოში ეკოსისტემაზე ადამიანის ზემოქმედების შესახებ, მსჯელობს შედეგზე და გამოთქვამს მოსაზრებას პრობლემის გადაჭრის შესახებ.
პროექტის ხელმძღვანელი: მაია მელუა
 ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: meluamaia@gmail.com